18:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 09:06:14, 398 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია, - ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან აწარმოებს. 

"ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების შუა პროცესში ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ ჩემს კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან",- აღნიშნა ბაიდენმა.

აღნიშნული განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.

მხარეებმა განიხილეს ძალისხმევა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად საკმარის ძალისხმევას არ დებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics