21:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 12:45:21, 400 ნახვა

მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში ჩავიდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენს 5 ნოემბრის არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს. ბაიდენს ასევე სურს მოლაპარაკებების გაფართოება სამხედრო სფეროში, რითაც ვაშინგტონი იმედოვნებს კონფლიქტის პრევენციას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტაივანის სრუტე.

დღის წესრიგშიდგას ასევე  ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, აშშ-ს სურს ჩინეთმა მიიღოს პრევენციული ზომები ისეთი ქიმიკატების შემუშავებისას, რომლებიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის დასამზადებლად გამოიყენება.

მედიის ცნობით, სალივანთან მოლაპარაკებების დროს პეკინი აპირებს უკმაყოფილება გამოხატოს სამრეწველო პროდუქტებზე ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებთან და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მიკროჩიპების მწარმოებლებზე და ასევე გამოთქვას პრეტენზიები ტაივანთან დაკავშირებით.

ქვეყნებს ასევე განსხვავებული ხედვა აქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და ღაზის ომთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics