16:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 11:01:55, 654 ნახვა

ომი უკრაინაში
კამალა ჰარისი - როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით

კამალა ჰარისმა მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინასა და ნატოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ამის შესახებ- Associated Press იუწყება.

“როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავდგები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- თქვა მან.

“ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას შეუტევდა, მე შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამეფრთხილებინა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ“. მე დავეხმარე გლობალური პასუხის მობილიზებას - 50-ზე მეტ ქვეყანას - პუტინის აგრესიისგან თავის დასაცავად. და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ ვიქნები უკრაინისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეების გვერდით“,- განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

ჰარისმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც “ნატოდან გასვლით იმუქრება“ და თვლის, რომ “რუსეთს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics