09:56 - 28 Jul, 2026
|
2024-08-15 13:11:27, 1327 ნახვა
სპორტი
საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და მათ რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)