|
2016-02-18 16:35:14, 1922 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ხელვაჩაურის სამედიცინო პუნქტების ექიმებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, კობა ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პუნქტების ექიმებს შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მათთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 2016 წლის პროგრამების გაცნობა და იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. ყველა სამედიცინო პუნქტის ექიმს გადაეცა საინფორმაციო მასალა და იმუნიზაციისთვის უცილებელი სააღრიცხვო ფორმები. „2016 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტია – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. პროგრამა – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა“ ( 1 267 760 ლარი); ქვეპროგრამა ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა “ (517 870 ლარი). ღონისძიება N1 - ეპიდზედამხედველობის განხორციელება, ეპიდსიტუაციის მართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა – 24 250 ლარი; ინფექციური და პარაზიტული დაავადებების კერის პირველადი ეპიდკვლვევა, დაავადებათა დროული გამოვლენა, ადექვატური რეაგირება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება; ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და პროგნოზის შესაბამისად მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის აუცილებელი მარაგის შექმნა; ადამიანებში ჰიდროფობიის (ცოფი ადამიანებში) კონტროლი; მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება,; ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა. ღონისძიება N2 - მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში 213 980 ლარი; შერჩეულ სამიზნე ჯგუფში განხორციელდება სამედიცინო სკრინინგული გამოკვლევები დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ლაბორატორიული კვლევა ჰელმინთებზე; სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. ღონისძიება N3 - c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა – 100 000 ლარი; C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა – 300 ბენეფიციარისთვის განხორციელდება მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების თანაგადახდა ; 195 ბენეფიციარისთვის – მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების თანაგადახდა. ღონისძიება N4 - ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში – 115 030 ლარი; 0–200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულებში ჩატარდება გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე; ულტრასონოგრაფია; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ღონისძიებით მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საპროგნოზო რაოდენობა 2000 ორსული. ღონისძიება N5 - კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში – 58 400 ლარი; მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო–პროფილაქტიკურ გასინჯვები კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული გამოვლენის , დროული მკურნალობისა და მართვის მიზნით; რადიოლოგის მიერ ექოსკოპიური გამოკვლევები; ონკოლოგის კონსულტაცია; პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში გინეკოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის კონსულტაციები; პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ–ლაბორატორიული გამოკვლევები: ექოსკოპია, ციტოლოგიური გამოკვლევა, ონკომარკერებზე კვლევები. ღონისძიება N6 - სმენის სკრინინგი ახალშობილებში – 6 210 ლარი; განხორციელდება სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მართვა ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებულ ახალშობილებში: პირველადი სკრინინგი ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით; მეორადი სკრინინგი; პანომეტრია; ობიექტური აუდიომეტრია“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)