|
2024-08-11 02:41:46, 1257 ნახვა
სპორტი
ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
30 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც ხშირად პლანეტის უძლიერეს კაცს უწოდებენ, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ვერცხლის მედალი სომხეთიდან ვარაზდატ ლალაიანმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის წარმომადგენელმა გორ მინასიანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ პირველი ოლიმპიური ოქრო 2016 წელს რიო დე ჟანეიროში მოიპოვა, მეორე კი 2021 წელს ტოკიოში. ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია. ტალახაძემ საქართველოს პარიზში მეექვსე მედალი მოუტანა. მანამდე ოქრო მოიპოვეს მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, ვერცხლი - ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ, ბრინჯაოს კი მოკრივე ლაშა გურულმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)