06:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 09:33:50, 417 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპის კამპანიამ მოგვიანებით განმარტა, რომ დებატები 10 სექტემბერს ABC-ზე, ხოლო 25 სექტემბერს NBC-ზე გაიმართება.

აღნიშნულ შეთანხმებამდე, ტრამპმა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში შემდეგნაირად იყო  დაგეგმილი: 4 სექტემბერს - Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics