12:08 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 11:41:00, 435 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ დაკარგა

მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "უნდა იქნას გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში".

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს და ვხედავთ ჩვენ, რომ სინამდვილეში, მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა. 

აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ? და დღეს რომ ჭირისუფლები აქ არიან, ისინი აქ არ არიან, არ ფიქრობენ ამაზე? ეს არის ზუსტად თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი...

ზუსტად ეს უნდა იქნას გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში",- თქვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics