09:55 - 28 Jul, 2026
|
2024-08-03 18:33:43, 1334 ნახვა
სპორტი
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს
UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს. 27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოვეი იქნება, რომელიც წარსულში უკვე ფლობდა ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს. MMA-ის კარიერაში 32 წლის ამერიკელ მებრძოლს, მაქს ჰოლივეის 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მის ანგარიშზე 26 მოგება ფიქსირდება. ილია თოფურიას ანგარიშზე კი, 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება იყრის თავს. მან ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ქართველი მებრძოლისა და მაქს ჰოლოვეის ორთაბრძოლა აბუ დაბიშია ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)