10:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 12:41:53, 419 ნახვა

მსოფლიო
საარჩევნო საბჭოს შედეგებით, ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა

ვენესუელას საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეა, თქვა, რომ ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი - 44%.

ვენესუელას ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათი მტკიცებით, არჩევენებში ოპოზიციურმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა 70%-ით გაიმარჯვა.

ვენესუელაში არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სკეპტიციზმი გამოთქვა.

"აშშ-ს აქვს სერიოზული შეშფოთება, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას ან ხმებს",- განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics