|
2024-07-27 16:14:42, 1012 ნახვა
სპორტი
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა
27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი დაიწყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, იუწყება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური. საქართველოს დელეგაციას ყველაზე მეტი ძიუდოისტი ჰყავს - 10 სპორტსმენი, მათგან 3 ქალი. ძიუდოს ნაკრების სპორტსმენების უმეტესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მედალოსანია. ვაჟთა გუნდს ჰყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი (ლაშა ბექაური, ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი - ლონდონი 2012), მსოფლიოს 4 და ევროპის 6 ჩემპიონი. ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)