19:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 15:54:01, 599 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ორივე აქციის მონაწილეს პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics