|
2024-07-20 18:47:28, 486 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია და მმართველი პარტია გეგმავს აქტიურ და საინტერესო კამპანიას. ჩაკვეტაძის განცხადებით, ისინი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და თითოეულ მოქალაქემდე სათქმელის მიტანას აპირებენ. "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეცდები, ამ კამპანიაში მაქსიმალური ენერგია და შემართება შევიტანოთ! ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია. როგორც წინა არჩევნებზე, ჩვენი ახალგაზრდული კამპანია იქნება ძალიან აქტიური, საინტერესო და მასში ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ ახალგაზრდას ექნება. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო სიახლესაც. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth-ის წევრებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ და ვეცდებით, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ახალგაზრდები, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)