|
2024-07-14 13:35:55, 475 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შოკირებულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმით
„ღრმა შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმით“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. „ძალადობას ადგილი არ აქვს პოლიტიკაში და ჩვენ ვგმობთ მის ყველა ფორმას. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მასთან და მის ოჯახთანაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკელ ხალხს!“ - ნათქვამია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დაჭრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)