|
2024-07-13 13:35:25, 1275 ნახვა
სპორტი
ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მონაკოსთან კონტრაქტს მოაწერს ხელს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე მონაკოს კლუბში ითამაშებს. იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ მიქაუტაძესა და კლუბს შორის კონტრაქტი ოფიციალურად დღეს, 13 ივლისს გაფორმდება. ჟურნალისტის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელსა და მონაკოს შორის სიტყვიერი შეთანხმება გასულ კვირას გაფორმდა. „მიქუტაძე შაბათს გაფრინდება მონაკოში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს. პაკეტი ეღირება 20 მილიონი ევრო პლუს მეტსის დანამატები“, - წერს ფაბრიციო რომანო. შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ცოტა ხნის წინ FC Metz-მა ამსტერდამის აიაქსიდან იყიდა. გასულ აგვისტოში ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატში გადავიდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და იანვარში იჯარით საფრანგეთში დაბრუნდა. გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. კონტინენტის ჩემპიონატზე მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, წერს SOVA. რაც შეეხება მონაკოს, ამ გუნდმა გასულ წელს საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)