|
2024-07-09 19:09:33, 526 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე თავად ავრცელებს. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორია. "ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი", - წერს დარჩიაშვილი X-ზე. ამასთან ერთად, ილია დარჩიაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დარჩიაშვილის და კოლომინას საუბარი შეეხო საიუბილეო 75- სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა. "მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ამასთან, ხაზი გაესვა ალიანსის მხრიდან როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ომს უკრაინაში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის მშვიდობის და სტაბილურიბის გარანტია. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)