21:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 14:01:44, 630 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება, მას დიდი ეგო აქვს

მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტისთან სატელეფონო ინტერვიუში მოქმედ პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე საუბრისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება, "დემოკრატების" კანდიდატი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.

"მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს. მას ამის გაკეთება არ სურს... ვფიქრობ, თუ ბაიდენი რბოლას გამოეთიშება, კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება. მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ, რადგან სხვა შემთხვევაში ხმებს ვერ მიიღებენ",- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics