11:05 - 28 Jul, 2026
|
2024-06-29 14:36:17, 1353 ნახვა
სპორტი
ლოჩოშვილი 30 მილიონზე - კარგი ჟესტია, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ –
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშემ, ლუკა ლოჩოშვილმა ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონ ლარზე თქვა, რომ ეს "კარგი ჟესტია", მაგრამ ნაკრები არა ფულისთვის, არამედ სამშობლოსთვის თამაშობს. "არ მგონია, რომ ვინმე ახლა ფულზე ფიქრობდეს და რასაც ამბობენ და პრემიერმინისტრი ამბობს, რა თქმა უნდა, კარგი ჟესტია მათი მხრიდან, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კარგი შედეგი გვქონდეს ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. მე მგონი, ყველა მოთამაშე ჩემნაირად ფიქრობს". - თქვა ლოჩოშვილმა. 23 აპრილს ივანიშვილის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაპირდა, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით "30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)