03:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 14:56:29, 335 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე იოზვიაკის განცხადებაზე - რაც არ უნდა დააბრალონ ხელისუფლებას, საქართველო არის ევროპის ნაწილი

დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ფეხბურთით ჩვენ ამაყად ვდგავართ ევროპაში. ამიტომ,  ეს არის ყველაფერზე პასუხი,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომლის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაკეთდეს. 

მდინარაძის თქმით, „რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი".

„რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი. კულტურული, მენტალური, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის ნაწილი და ამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებში და ჭეშმარიტად სამართლიანობისკენ სიარულში, ბრძოლაში, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს ამის წინააღმდეგ. ასეთი გამოხტომები უშლის ამ ყველაფერს ხელს“,- ამბობს მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics