02:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 17:56:36, 652 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიის პრეზიდენტი - უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ

უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამგერდმა გლობალური მშვიდობის სამიტის გახსნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამგერდის თქმით, შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო კონფერენცია მიზნად კონკრეტული ზომების მიღება ისახავს. 

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით სერიოზულად დაარღვია წესრიგი.

"თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის პროცესის შთაგონება, რუსეთიც ასევე ჩართული უნდა იყოს მასში, მომავალში,გარკვეულ მომენტში. ეს ყველასთვის გასაგებია. მოვამზადებთ ნიადაგს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ამგერდმა. 

შეგახსენებთ, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics