05:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 14:57:45, 468 ნახვა

მსოფლიო
კარასინი - რუმინეთმა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის სესიაზე დასასწრებად რუსეთის დელეგაციას ვიზაზე უარი უთხრა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს, რომლებიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უნდა დასწრებოდნენ, ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი სოციალურ ქსელში წერს. 

კარასინის თქმით, რუმინეთს შეაქვს თავისი წვლილი ორგანიზაციის განადგურებაში, რომელიც სასარგებლოა ევროპაში თანამშრომლობისთვის. 

"ბუქარესტში, ივნისის ბოლოს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ჩვენ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ქვეყანამ, მივიღეთ ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მასში ნათქვამია, რომ  უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით, რუსეთის დელეგაციის არცერთ წევრზე ვიზა არ გაიცემა.

ბრავო, რუმინელებო! თქვენ წვლილი შეგაქვთ ორგანიზაციის განადგურებაში, რომელიც სასარგებლოა ევროპაში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ეს აუცილებლად გვემახსოვრება!" - წერს კარასინი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics