03:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 17:30:09, 671 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის სამიტის“ ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება რუსეთის აგრესიის შედეგებსა და უკრაინაში „მშვიდობის ფორმულაზე" გამახვილდა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, - წერს ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილ წვლილს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics