|
2024-06-14 12:04:25, 411 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება - თითქოს, „გლობალური ომის პარტია“ ვართ
სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია" და თითქოს, ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ და მხარდაჭერას გააგრძელებს. „საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც სრული სიცრუეა. სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია" და თითქოს, ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში; თითქოს, ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის ხალხთა შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ. გულსატკენი და იმედისგამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა, გავიმეორო აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში; ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)