|
2024-06-13 17:44:24, 478 ნახვა
პოლიტიკა
მედია - Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით რუსეთის კიდევ 3 ქალაქიდან იფრენს
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით 3 ახალ რეისს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს. მედიის ცნობით, სოჭი-ბათუმი-სოჭის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო ფრენები 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. „ავიარეისები ყაზანი-ბათუმი-ყაზანი, 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაობით შესრულდება“, - წერს მედია. გარდა ამისა, როგორც მედია აღნიშნავს, Red Wings-ი ავიარეისებს იწყებს უფა-ბათუმი-უფას მიმართულებაზეც, რეისები 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება. „რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ საქართველოს კურორტები კვლავ პოპულარულია რუს ტურისტებში. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ახალ რეისებზე, რუსეთის 3 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციის საკითხებში, ალექსანდრე კრუტოვმა. როგორც მედია აღნიშნავს, ახალი მარშრუტების ამოქმედებით, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით, უკვე რუსეთის 7 ქალაქიდანაა ხელმისაწვდომი.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)