|
2024-06-12 23:52:31, 507 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის სანქცია დაუწესა 100-ზე მეტ კომპანიას. "რუსეთი ცდილობს, უზრუნველყოს მასალების წარმოება ომის შესანარჩუნებლად და მსგავსი ქსელებით ცდილობენ, თავი აარიდონ სანქციებს. ეს სანქციები კი, მიზანში იღებს ათზე მეტ მსგავს ქსელს და სანქციებს აკისრებს 90-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)