03:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 22:16:57, 541 ნახვა

მსოფლიო
სალივანი - აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს 13 ივნისს მოაწერენ

აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

„შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი და გარანტი იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - განაცხადა სალივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics