16:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 19:52:33, 490 ნახვა

საზოგადოება
კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე - დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ - ძალიან დიდი შანსი გვაქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

კახა კალაძის თქმით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს.

„დიდი იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics