05:33 - 26 Jun, 2026
|
2024-06-12 16:15:29, 468 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ქუვეითში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა
ქუვეითში, მუშათა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვიცე-პრემიერ შეიხ ფაჰად იუსუფ საუდ ალ-საბაჰზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პასუხისმგებლობა უძრავი ქონების მფლობელებს ეკისრებათ. „სამწუხაროდ, უძრავი ქონების მფლობელების სიხარბე იწვევს ასეთ საკითხებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. როგორც მედია აღნიშნავს, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)