|
2024-06-10 10:39:41, 465 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - განცი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციას ტოვებს
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ მისი პარტია მმართველ კოალიციას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. განცის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს „ჭეშმარიტი გამარჯვების“ მიღწევაში ხელს უშლის. „ისრაელის მოსახლეობა ცარიელ დაპირებებზე მეტს იმსახურებს და ჭეშმარიტი გამარჯვების მოპოვება მძევლების დაბრუნებას, ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის დასრულებას და ირანის წინააღმდეგ რეგიონული ალიანსის შექმნას გულისხმობს... იმის მიუხედავად, რომ ვიცოდით, ეს ცუდი მთავრობა იყო, ქვეყნის გულისთვის შევუერთდით“, - განაცხადა განცმა. შეგახსენებთ, ბენი განცის პარტია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)