12:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 16:31:56, 451 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - როგორ შეიძლება, ის ქვეყანა იყოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ დევნილები სახლებში დაბრუნდნენ

როგორ შეიძლება, ის ქვეყანა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, "ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ".

"ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და რანაირი სტრატეგიული პარტნიორია ქვეყანა, რომელიც ასეთ რეზოლუციას მხარს არ უჭერს.

უკვე ყველაფერი გასაგებია და ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი და ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ, ახალი რაღაც  სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს და აი, ამ გადაწყვეტილებას, რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ამ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა",- ამბობს ცისკარიშვილი. 

შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი არ ყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics