21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 00:05:38, 453 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის

მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით და ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა.

მე მესმის, რომ არის მღელვარება, მათ შორის დონორებში და არავის უხარია გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, ამ ზეწოლას აქვს თავისი კონკრეტული სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი, ასე ვიტყოდი, არ მოსწონთ გამჭვირვალობა, თუმცა ეს ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ ძალებს სურდათ მომავალშიც ასე გაეგრძელებინათ ამ ქვეყანასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics