|
2024-05-23 14:18:10, 532 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო - სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. პრესსრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე საქმე სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტები, რომლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას",- ნათქვამია რელიზში. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, რომელიც კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას ეხება. "სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენება, მართლმსაჯულების კურსის დამახინჯების მიზნით, მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“,- აღნიშნულია პრესრელიზში. სასამართლომ ასევე განსახილველად დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ, რომელიც ეხება უფლებათა შეზღუდვის გამოყენების შეზღუდვას. სასამართლომ დაადგინა, რომ "მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში". სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა - "სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და დასაბუთებული, საქმის მასალებში არსებობდა მის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი პროცესი, რომლის დროსაც მისმა ადვოკატმა შეძლო ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული".
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)