|
2024-05-20 11:48:23, 472 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა
ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ოპონენტები კანონის შესახებ დისკუსიას მაქსიმალურად გაურბიან". „ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია. ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები, კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)