|
2024-05-13 14:12:05, 407 ნახვა
პოლიტიკა
როთი - ამ კანონით, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ
ამ კანონით, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა. როთი აღნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს "საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს", თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს არ გაიწვევენ. „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ "უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი. ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“, - განაცხადა როთმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)