|
2024-05-13 12:33:45, 441 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - არ გრცხვენიათ? - იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მანჯგალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ "ოცნებას" რუსული კანონისთვის მხარი დაეჭირა, სპეცრაზმი ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა". "ის, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დარბევის ფონზე და ასე დაუჭირეს მხარი მესამე მოსმენით რუსულ კანონს, ამით თავს არ უნდა იწონებდნენ. ჩვენ 14 საათი, მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, თქვენ სად იყავით, სად იმალებოდით, ან სად გეძინათ, რობოკოპებს ამოფარებულები რომ შეიპარეთ პარლამენტში? არ გრცხვენიათ? იმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ შესულიყავით პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმი. მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? არა რუსულ კანონს! არა რუსულ ხელისუფლებას!" - მიმართავს მანჯგალაძე ხელისუფლებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)