|
2024-05-10 18:52:27, 415 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა - ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ქონების, სათვალთვალო კამერების დაზიანება, მიზანი იყო, რომ შემდეგ მათი დანაშაული დაფარულიყო და არ აღბეჭდილიყო მათი ძალადობა. „ამ ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი არის რუსეთის მოქალაქე. ასე რომ, ვულოცავ აქციის მონაწილეებს, რუსი მოქალაქე აღმოჩნდა მათთან ერთად მოძალადე. ეს ცალკე საკითხია, ალბათ, უნდა ჩავეძიოთ, ვინაა ეს ადამიანი, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა და იყო მოძალადე. ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას, რომელსაც შეუერთდნენ რუსი მოქალაქეები. ეს იყო უმძიმესი თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე. ვწუხვარ, რომ დღემდე არცერთმა საელჩომ ეს ძალადობა არ დაგმო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)