2016-02-11 20:01:51, 686 ნახვა
საზოგადოება
ციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 19 თებერვლისთვის გადაიდო. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
ციხისძირში დაკავებულების პროცესი ბათუმის საქალაქო სასმართლოში შვიდი საათისთვის დასრულდა.
დაკავებულები განცხადებით, პატიმრობა უკანონო იყო.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ციხისძირში "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და "პარტიზანი მებაღეების" სამი წევრი გუშინ დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.
შეგახსენებთ, რომ “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან