|
2024-04-22 10:04:16, 328 ნახვა
საზოგადოება
მერია - „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 22 აპრილს, „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს. „პროგრამა „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით ამოქმედდა. ის ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთის მხრივ, სოციალური, მეორეს მხრივ, ეკონომიკური მიზანი. პროგრამა, ასევე, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)