06:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 14:30:05, 476 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ღარიბაშილის თქმით, ის ყოველთვის ღიად ესაუბრებოდა ამ თემაზე უცხოელ პარტნიორებს და ღიად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას.

„მე „ენჯეობის“ დაფინანსების თაობაზე, როცა პრემიერი ვიყავი, ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს , ჩვენს მეგობრებს და მე ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, რომ მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები "ამ რადიკარული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს" აფინანსებენ.

„ჩვენთვის არის და იყო მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics