|
2024-04-15 10:35:45, 342 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ოფიციალურად გახსნა. “მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება. შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას. შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)