18:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-14 17:48:32, 584 ნახვა

მსოფლიო
სუნაკმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და დაადასტურა, რომ ბრიტანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო რამდენიმე ირანული საბრძოლო დრონი.

მისი თქმით, ბრიტანეთი ჩართული იყო „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.

”სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნეს,” - თქვა მან.

სუნაკმა ირანის თავდასხმას უწოდა "საშიში და არასაჭირო ესკალაცია, რომელიც მე ყველაზე მკაცრად ვგმოდი".

„ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე,“ - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ბრიტანეთი თავის მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.

სუნაკმა ასევე თქვა, რომ სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნეს, როგორც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად მიმდინარე ოპერაციების ნაწილი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics