|
2024-04-10 15:46:39, 314 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თბილისის მერია ქუჩაში ბანერების გაკვრაზე ნებართვას არ გასცემს, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება
შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სოცმედიაში გავრცელებული ბანერები, რომელზეც ახსნილი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები, „დაარეპორტეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ". „ეს იყო უწყინარი ბანერები, რომლებიც ხსნიდა, რას ემსახურება რეალურად კანონი, რატომ არის გამჭვირვალე, რატომ არ არის რუსული. ე.წ. შლეიფი მოიფიქრეს და ამბობენ „რუსული კანონია“. სიღრმეში კი არავინ შედის. დაუსვით ამ ადამიანებს ეს შეკითხვა, რატომ არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემენ, არგუმენტი არ აქვთ. აქ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენ ხომ გვესაუბრებიან, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ადამიანები არ უნდა შეიზღუდონო. ამავდროულად, ნახეთ, სოციალურ ქსელში განთავსდა ბანერები, რომელიც ინფორმაციას შეიცავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. არ მოეწონათ. ვის ინტერესებშიც შედის, რომ ეს კანონი მიღებული არ იყოს, მაშინვე ყველაფერი დაარეპორტეს. ეს არის რეალობა. ჩვენ შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს და ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დგას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, კანონდამრღვევი პირები კი, აუცილებლად დაჯარიმდებიან. „მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)