21:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 16:16:49, 468 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ომის კაბინეტმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ისრაელს განუმარტა, რომ აუცილებელია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ისრაელი საშუალებას მისცემს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დროებით მიწოდებას აშდოდისა და ერეზის გადასასვლელებით, იორდანიის დახმარების გაზრდას კერემ-შალომის გადასასვლელით“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics