16:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 17:04:29, 471 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics