00:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 09:54:11, 779 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა

ისრაელი თავს დაესხა სირიის ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს, რასაც  მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვა მოჰყვა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი 2 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, დაღუპულია 38 ადამიანი, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 5 წევრი. 

მანამდე, სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პერსონალი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და მებრძოლმა ჯგუფებმა ალეპოზე თავდასხმები განახორციელეს.

„საჰაერო თავდასხმები დაემთხვა უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან. სამინისტროს არ უხსენებია დაღუპულთა კონკრეტული რიცხვი და არ განმარტავს, მსხვერპლი ისრაელის თავდასხმამ გამოიწვია, თუ - ტერორისტთა ჯგუფების . ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ“, - წერს Reuters-ი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics