20:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 13:26:10, 575 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა

"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,  გამოფენა "ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

მათი ცნობით, თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.

"ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "საქართველოს ფოსტას" შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics