00:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:57:45, 439 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, ჩვენ უკვე გადმოგვეცა H 145-ის პირველი ბორტი - ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების  ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა H 145-ის  პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების  შესრულება.

„სასაზღვრო პოლიციის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება  გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. მოგახსენებთ, რომ  ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია   პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების  შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული  ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.  ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics