08:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-09 21:41:15, 794 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში კალუგას რეგიონში უსაფრთხოების ძალებმა ყაზახეთის ორი მოქალაქე მოკლეს

რუსეთში კალუგის რაიონის სოფელ კორიაკოვოში, FSB-ის თანამშრომლებმა მოკლეს ყაზახეთის ორი მოქალაქე, იუწყება Astra Telegram არხი წყაროებზე დაყრდნობით.

დაღუპულები არიან 35 წლის საბიტ აშირალიევი და 32 წლის ჯანიბეკ ტასკულაევი. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ისინი რუსეთში მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩავიდნენ. კერძო სახლში დარბევის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, იპოვეს მაკაროვის პისტოლეტი, კალაშნიკოვის ავტომატი და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების „ბლანკები“.

8 მარტს FSB-მ გაავრცელა ინფორმაცია აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ - სავარაუდოდ, ჯგუფის Vilayat Khorasan-ის (ისლამური სახელმწიფოს ფილიალი) ორი წევრი გეგმავდა შეიარაღებულ თავდასხმას მოსკოვის სინაგოგაზე. უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა და მისი დამნაშავეები იპოვეს კერძო სახლში კალუგას რეგიონში. როგორც FSB-ის პრესრელიზშია ნათქვამი, დაკავებისას ეჭვმიტანილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და „განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics