09:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 11:17:01, 580 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ფეხბურთის გულშემატკივრებს „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ

ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. 

აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფეხბურთის და განსაკუთრებით „ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაუხარდებათ ხვალინდელი მატჩი და ლეგენდარული ფეხბურთელების სტადიონზე ხილვა. 

„ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მატჩის ორგანიზატორ Sport Orient-ის წარმომადგენლებს.

„დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Sport Orient-ს, ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics