04:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 16:18:53, 1204 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით. ამასთან, წინა თვეებში შემცირების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, „თიბისის“ არხებით ხარჯვის საფუძველზე, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებლები, თუმცა „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ, როგორც ჩანს, პიკი უკვე გადავლილია.

რუსეთიდან ბენზინის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე იმოქმედებს, თუმცა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტით, რადგანაც მართალია რუსეთის წილი არსებითია, თუმცა ნავთობპროდუქტების მიწოდება სხვა ბაზრებიდანაც ხორციელდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მცირედით, მარგამ მაინც დაბალია, რაც პროგნოზზეც შესაბამისად, საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს.

მთლიანობაში, „თიბისი“ კაპიტალის მაკროეკონომიკური მოლოდინები არ შეცვლილა. შეჯამების სახით კვლავ შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ადგილი აქვს უფრო მეტად ნორმალიზების, ვიდრე როგორც ასეთი შემცირების ტენდენციას.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics